საერთაშორისო AI ჰაკათონი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა iamtheCODE AI Institute-თან თანამშრომლობით ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო ჰაკათონი გამართა. ინიციატივა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას. საერთაშორისო ჰაკათონი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერით განხორციელდა.
სამდღიან საერთაშორისო ჰაკათონზე 100 ქალი გაერთიანდა, რომელიც არამხოლოდ ტექნიკური უნარების გამომუშავებაზე, არამედ ლიდერობაზე, ინოვაციასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული.
ჰაკათონი წარმოადგენს გლობალური მოძრაობის ნაწილს, რომელიც ემსახურება ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის და STEAMED განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას.
ჰაკათონის თემატიკაა: „How can AI be used for Good in Advancing the SDGs?“, რაც გულისხმობს AI-ის გამოყენებას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.
AI MARATHON
AI Marathon ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მასშტაბური ინიციატივაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატს, ჰაკათონსა და საგანმანათლებლო ღონისძიებას აერთიანებს. მარათონის ფარგლებში იმართება AI ჰაკათონი, AI იდეათონი, AI JAM სესიები, პროგრამირების ჩემპიონატი, AI დებატები, AI სტარტაპების ფიჩინგ კონკურსი, AI Hack for Good და სხვა აქტივობები, რომლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით სტუდენტი და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მონაწილეობს. ინიციატივის მიზანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინოვაციური იდეების განვითარება, ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა და ახალგაზრდა ტალანტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების, მენტორობისა და დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა.
AI MARATHON-ის ფარგლებში უკვე ჩატარებულია არაერთი მასშტაბური კონკურსი და ჰაკათონი, ხოლო გამარჯვებული გუნდებისთვის გაცემულმა საპრიზო და საინვესტიციო ფონდმა 40 000 ლარს გადააჭარბა. პროექტის პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიები გამარჯვებულ მონაწილეებს საკუთარი იდეების პროტოტიპების განვითარებისა და რეალურ პროდუქტებად ჩამოყალიბებისთვის ფინანსურ და მენტორულ მხარდაჭერას უწევენ