ქალები ტექნოლოგიებში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში განახორციელა Women in Tech პროექტი, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა სრულად დაფინანსებული, 6-თვიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს. პროგრამა მოიცავდა ვებ-დეველოპმენტის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის HTML, CSS, JavaScript, TypeScript და Angular-ს, ხოლო მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ განევითარებინათ პრაქტიკული უნარები და მომზადებულიყვნენ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებისთვის.
500 ქალი ტექში
Founders Gap
პროექტ “500 ქალი ტექში”-ის ნაწილი, რომლის მიზანი იყო ქალების ტექნოლოგიური განათლებით გაძლიერება და მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით საკუთარი სტარტაპების შექმნის ხელშეწყობა;
Girls in Tech
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით, კოდინგის სკოლა ქალებისთვის პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის სრულად დაფინანსებული გადამზადების პროგრამები განახორციელა. მონაწილეებმა Front-end Development, Software Testing (QA) და UI/UX Design მიმართულებებით პრაქტიკული ცოდნა და უნარები შეიძინეს, რაც მათ ტექნოლოგიურ სექტორში კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
Girls Who Code
Girls Who Code-ის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) 15-18 წლის გოგოებისთვის სრული დაფინანსებით, ორკვირიანი საზაფხულო პროგრამა განახორციელა. ინგლისურენოვანი პროგრამა მიზნად ისახავდა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაზრდას, ტექნოლოგიებში გოგოების გაძლიერებასა და საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდების გაერთიანებას.
ტექნოლოგიური ბანაკი სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის ტექნოლოგიური ბანაკი ჩაატარა. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული 50 მონაწილე ჩაერთო, რომლებმაც პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერეთიკისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების შესახებ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
აქსელერაციის პროგრამა ქალი აგრომეწარმეებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), Silicon Valley Tbilisi-ს, ფერმერთა ასოციაციისა და USAID-ის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ საქართველოში ქალი აგრომეწარმეებისთვის აქსელერაციის პროგრამა განახორციელა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა აგრიტექის, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიების, მეწარმეობისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით ინტენსიური გადამზადება და მენტორებთან მუშაობის შესაძლებლობა მიიღეს.
BOOST
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) UNDP-ის რეგიონული პროგრამის BOOST: Women Innovators გამარჯვებული გახდა. ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით შერჩეულ 54 ორგანიზაციას შორის BTU-მ 12-კვირიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში თანამშრომლების ინოვაციური შესაძლებლობებისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადამზადება გაიარა.
ციფრულ გარემოში ინფორმაციული წიგნიერების ხელშეწყობა ქალებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), UNESCO-ს მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „ციფრულ გარემოში ინფორმაციული წიგნიერების ხელშეწყობა ქალებისთვის საქართველოში“, რომლის მიზანი იყო ქალების ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული უნარების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში ქართველი და უკრაინელი დევნილი ქალები გადამზადდნენ ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, განხორციელდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და შეიქმნა კურსდამთავრებულთა ქსელი, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს.
Junior Tech პროგრამა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, პროექტი Junior Tech განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, თბილისში და ბათუმში, მოწყვლადი ჯგუფებიდან შერჩეული 15-21 წლის 81 ბენეფიციარი 9 თვის განმავლობაში ციფრული წიგნიერების, კიბერუსაფრთხოების, გრაფიკული დიზაინის, სოციალური მედია მარკეტინგისა და ტექნოლოგიური ინგლისურის მიმართულებით გადამზადდა. პროგრამა მონაწილეთა ციფრული და საკომუნიკაციო უნარების გაძლიერებას, კარიერული მზაობის განვითარებასა და განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავდა მიზნად.
Do IT in Georgia
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), USAID-ისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, პროექტი Do IT in Georgia განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებს ციფრული პროდუქტების ტესტირების, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინისა და IT პროექტების მართვის მიმართულებით გადამზადების შესაძლებლობა მიეცათ. პროექტი ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ქვეყნის რეგიონული პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.
კოდინგის სკოლა 1,500 ქალისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, 2022-2024 წლებში პროექტი „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები ტექნოლოგიური ინგლისურის, ტექნოლოგიური კურსების, კარიერული ბუთქემფისა და ინდივიდუალური მენტორობის მიმართულებით სრული დაფინანსებით გადამზადდნენ. პროგრამის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში გაიხსნა და აღიჭურვა კოდინგის სკოლის ლაბორატორიები, ხოლო დასკვნით ეტაპზე მონაწილეებისთვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან „Pitch Yourself“ სესიები გაიმართა.
უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექ სფეროში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტი „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ განახორციელა. პროგრამის ფარგლებში საქართველოში მცხოვრები 55 უკრაინელი ქალი ციფრული წიგნიერების, ტექნოლოგიური ინგლისურის, პროგრამული პროდუქტების ტესტირებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით 8 თვის განმავლობაში გადამზადდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, ხოლო პროგრამის დასკვნით ეტაპზე უკრაინელ ქალთა სათემო პლატფორმა შეიქმნა.
ქალები ხელოვნურ ინტელექტში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Norad) დაფინანსებით, პროექტი „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონიდან შერჩეული 200 ქალი ვებ-დეველოპმენტისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ, ინტენსიურ 9-თვიან პროგრამაში გადამზადდა. პროექტი ასევე მოიცავდა კარიერული განვითარების, მეწარმეობის უნარების გაძლიერებისა და ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის აქტივობებს.
ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და Women Go Tech-ის ჩართულობით, პროექტს „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში სამ ნაკადად დაგეგმილია 1100 ბენეფიციარის გადამზადება, პროცესში კი 320 მენტორი მონაწილეობს. მონაწილეები Front-end დეველოპმენტის, კიბერუსაფრთხოების, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და UX/UI დიზაინის მიმართულებით 5-თვიან სასწავლო და მენტორობის პროგრამებს გადიან. პროექტი ასევე მოიცავს კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერების სესიებს, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მესამე, დასკვნითი ნაკადი.
iamtheCODE Foundation Chapter in Georgia
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), ტექნოლოგიების აქტივისტ ლედი მერიემ ჟამმესთან პარტნიორობით, 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ინიციატივა iamtheCODE დააფუძნა. პლატფორმა 18 ენაზე შექმნილ 60 000-ზე მეტ სასწავლო კურსს, ვიდეომასალასა და სხვა რესურსს აერთიანებს, რომლებიც საქართველოში მცხოვრები 250 000 ქალის, ბავშვისა და მოზარდისთვის სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი. მათგან 50 000 ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაიაროს კურსები. ინიციატივა ქალების, გოგონებისა და მოზარდების ტექნოლოგიური განათლების, პროფესიული განვითარების და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მათი ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
Tech Women Community
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და D Block-თან თანამშრომლობით, 2025 წელს Tech Women Community დააფუძნა. ინიციატივა საქართველოში მცხოვრებ 18 წლის და უფროსი ასაკის ქალებს აერთიანებს და ICT სექტორში მათი პროფესიული განვითარების, კარიერული ზრდის, თანამშრომლობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. 2025 წლის განმავლობაში Community-ში 250-მდე ქალი გაწევრიანდა, რომლებმაც ტექნოლოგიური, კარიერული, ლიდერული და პიროვნული განვითარების მიმართულებით მასტერკლასებში, ტრენინგებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.