სასწავლო კურსის აღწერა
ლექცია 1: რა არის AI და როგორ მოვედით აქამდე?
- AI-ს ისტორია, გარდამტეხი მომენტები და განსხვავება ტრადიციული პროგრამებისგან.
- ადამიანის სწავლის პროცესთან ანალოგია და ნეირონული ქსელების მარტივი ახსნა.
პრაქტიკა: Teachable Machine (Google) - საკუთარი მოდელის გაწვრთნა (ფოტო ან აუდიო) და ადგილზე გატესტვა.
ლექცია 2: გენერაციული AI - ტექსტის რევოლუცია
- რა არის Gen AI და LLM (დიდი ენობრივი მოდელები).
- "Next word prediction" - როგორ იცის მოდელმა, რა უნდა თქვას? (ინტუიტიური ახსნა).
- LLM-ების გამოყენება სწავლის დროს, Learning Mode-ები
განსხვავება LLM-ით პასუხების გენერირებასა და LLM-ით სწავლას შორის
- პრაქტიკა: ChatGPT-ის და Gemini-ის ინტერფეისის გაცნობა და პირველი მარტივი დიალოგი.
ლექცია 3: პრომპტ ინჟინერია - როგორ ველაპარაკოთ AI-ს
- ტერმინები: პრომპტი, ტოკენი, კონტექსტი.
- პრომპტის სტრუქტურა: როლი, კონტექსტი, დავალება, ფორმატი, რეფერენსი.
- პრაქტიკა: "ცუდი vs კარგი" პრომპტების შეჯიბრი. მოსწავლეები ცდილობენ ერთი და იგივე შედეგი მიიღონ სხვადასხვა გზით.
ლექცია 4: კრიტიკული აზროვნება და ჰალუცინაციები
- რატომ ცდება AI? (ჰალუცინაციები, მიკერძოება/Bias).
- Fact Checking - ინფორმაციის გადამოწმების ტექნიკები.
- პრაქტიკა: "AI-ს გამოჭერა" - მივცეთ მოდელს დავალება, სადაც სავარაუდოდ შეცდომას დაუშვებს (მაგ: ლოგიკური ამოცანები ან სპეციფიკური ქართული ლიტერატურა) და გადავამოწმოთ.
ლექცია 5: ეთიკა და ციფრული უსაფრთხოება
- პირადი მონაცემები: რა არ უნდა გავუზიაროთ AI-ს?
- სენსიტიურ თემებზე LLM-ებთან საუბარი (ჯანმრთელობა ან მენტალური მდგომარეობა)
- LLM-ების Incognito Mode-ების გამოყენება
- Deepfake და დეზინფორმაცია - საფრთხეები.
- EU AI Act და რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა (უფროსკლასელებისთვის).
- პრაქტიკა: Deepfake ვიდეოს ან ფოტოს ამოცნობის ქვიზი.
ლექცია 6: სიტყვებიდან სურათებამდე (Image Gen)
- როგორ ხედავს კომპიუტერი სურათს და როგორ მუშაობს დიფუზიური მოდელები (მარტივად).
- პრომპტები ვიზუალიზაციისთვის (განათება, სტილი, კამერის კუთხე).
- პრაქტიკა: ინსტრუმენტი Nano Banana Pro ან/და Midjourney ლოგოს ან პერსონაჟის შექმნა.
ლექცია 7: აუდიო და ვიდეო რევოლუცია
- აუდიო გენერაცია: ტექსტიდან-ხმამდე (TTS) და მუსიკის შექმნა.
- პრაქტიკა: Nano Banana Pro, Sora, Suno AI (მუსიკისთვის) და ElevenLabs (დემო ვერსია ხმისთვის).
ლექცია 8: პრეზენტაცია და კონტენტი
- სლაიდების და ვიზუალური მასალის სწრაფად აწყობა.
- პრაქტიკა: Gamma.app ან Canva Magic Studio. მოსწავლეები ქმნიან პრეზენტაციას AI-ს გამოყენებით 15 წუთში.
ლექცია 9: AI სწავლასა და კვლევაში
- დოკუმენტებთან მუშაობა, სამეცნიერო წყაროების დამუშავება.
- ახალი საკითხის კვლევა და ინფორმაციის მოძიება Perplexity-ის გამოყენებით
- პრაქტიკა: NotebookLM (Google). წიგნის ან სტატიის ატვირთვა და "აუდიო პოდკასტის" დაგენერირება, კითხვების დასმა მასალაზე.
ლექცია 10: Vibe Coding - პირველი აპლიკაცია კოდის გარეშე
- რა არის Vibe Coding? (იდეიდან პროდუქტამდე კოდის ცოდნის გარეშე).
- პრაქტიკა: Lovable ან Replit Agent (თუ ხელმისაწვდომია, ან უბრალოდ Gemini-ს დავაწერინოთ HTML/JS თამაში). შევქმნათ მარტივი ვებ-გვერდი ან თამაში (მაგ: Tic-Tac-Toe).
ლექცია 11: AI აგენტები - შესავალი
- განსხვავება: ჩატბოტი vs აგენტი
- რა არის API და როგორ შეგვიძლია გამვოიყენოთ სხვადასხვა მოდელი საკთარი - აპლიკაციების/პროგრამების/პროტოტიპების შესაქმნელად.
აგენტების მაგალითები და გამოყენების სფეროები
- პრაქტიკა: მარტივი სცენარის გაწერა, რაში გამოვიყენებდით აგენტს.
ლექცია 12: აგენტის აწყობა (No-Code)
- როგორ შევქმნათ ჩვენი დამხმარე.
- პრაქტიკა: Glif ან Hugging Face Assistants. ავაწყოთ "მიმების გენერატორი" ან "საშინაო დავალების დამხმარე" აგენტი.
ლექცია 13: იდეების გენერაცია და დაგეგმვა
- როგორ გამოვიყენოთ AI Brainstorming-ისთვის.
სხვადასხვა მოდელის კომბინაცია სასურველი შედეგის მისაღებად
გუნდების დაყოფა და პროექტის თემის არჩევა (მაგ: სოციალური პრობლემის გადაჭრა, სტარტაპ იდეა, საგანმანათლებლო რესურსი).
ლექცია 14: მუშაობა პროექტზე - I ნაწილი
- პროტოტიპის შექმნა (ტექსტი, ვიზუალი, კოდი).
მენტორინგი ლექტორისგან.
ლექცია 15: მუშაობა პროექტზე - II ნაწილი
- პრეზენტაციის აწყობა (Gamma/Canva/Lovable).
Speech-ის მომზადება AI-ს დახმარებით.
ლექცია 16: Demo Day - პროექტების წარდგენა
პრეზენტაციები, შეფასება, სერტიფიკატების გადაცემა.
კურსზე რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციამდე შეგიძლიათ გაეცნოთ მონაწილის ხელშეკრულების პროექტს.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა.






