
BTU-ში ინოვაციების საბჭო შეიქმნა.
საბჭოს მიზანია ინდუსტრიასა და აკადემიურ სივრცეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინოვაციების საუნივერსიტეტო საქმიანობაში ინტეგრაცია და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება.
საბჭოს წევრები არიან:
ნინო ენუქიძე – BTU-ს რექტორი;
დავით ზღუდაძე – Mastercard-ის რეგიონული ხელმძღვანელი საქართველოში და სომხეთში;
ეკატერინე ქავთარაძე – Tegeta-ს გენერალური დირექტორი;
ნათია სირბილაძე – Exactpro-ს გენერალური დირექტორი საქართველოში;
თორნიკე სულაბერიძე – ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
გივი სართანია – EPAM-ის პროგრამული ინჟინერიის უფროსი დირექტორი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი;
გიგი გიორგაძე – საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი.
საბჭოს ფარგლებში განიხილება ახალი პროექტები, შესაძლებლობები და პარტნიორობები და შემუშავდება BTU-ს სტუდენტების მხარდაჭერისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეკომენდაციები.


