
iOS აპლიკაციების დეველოპმენტი (Swift) ბავშვებისთვის
- თარიღი ოქტომბერი 17, 2025
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა iOS დეველოპმენტის მიმართულებით და შექმნას თანამედროვე, პროფესიონალური მობილური აპლიკაციები Apple-ის ეკოსისტემისთვის. პროგრამა ეხმარება სტუდენტებს დაეუფლონ Swift პროგრამირების ენას, Xcode-ის სამუშაო გარემოს, UI დიზაინის პრინციპებსა და აპლიკაციის არქიტექტურის ძირითად ელემენტებს.
კურსი წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს მათთვის, ვისაც სურს შექმნას საკუთარი აპლიკაცია ან იმუშაოს iOS დეველოპერად. სწავლების პროცესში მონაწილეები ისწავლიან აპლიკაციის სტრუქტურის შექმნას, მონაცემთა შენახვას (Core Data, UserDefaults), ქსელურ ოპერაციებს (REST API, JSON Parsing), ანიმაციებს, და საბოლოოდ — სრულფასოვანი აპლიკაციის დაწერას და ტესტირებას.
პროგრამა მოიცავს როგორც UIKit-ზე, ისე SwiftUI-ზე დაფუძნებულ აპლიკაციების შექმნას, რათა მონაწილეებმა სრულად გაიაზრონ iOS დეველოპმენტის თანამედროვე სტანდარტები.
კურსის დასრულების შედეგად, გეცოდინებათ:
– როგორ შექმნათ iPhone და iPad აპლიკაციები Swift პროგრამირების ენით
– როგორ გამოიყენოთ Auto Layout და SwiftUI სამომხმარებლო ინტერფეისის ასაწყობად
– როგორ დაუკავშირდეთ API-ებს და შეინახოთ მონაცემები ლოკალურად
– როგორ გამოიყენოთ MVC და MVVM არქიტექტურა აპლიკაციის სტრუქტურისთვის
– როგორ მოამზადოთ და წარმოადგინოთ დასრულებული iOS აპლიკაცია
კურსის დეტალები:
სასწავლო ფორმატი: ფიზიკური (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – BTU)
ხანგრძლივობა: 3 თვე
შეხვედრების რაოდენობა: 24 შეხვედრა
სიხშირე: კვირაში 2 ორსაათიანი სესია
სრული დატვირთვა: 48 საათი
დაწყების თარიღი: 20 იანვარი
დასრულების თარიღი: აპრილის შუა რიცხვები (სულ 12 კვირა)
სასწავლო ჯგუფი: საშუალო საფეხურის მოსწავლეები (12–17 წლის ასაკობრივი კატეგორია)
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან.
სასწავლო კურსის აღწერა
სესია 1 (2 საათი)
– ჭკვიანი მოწყობილობების კომპონენტები
– iOS-ისა და Swift-ის ისტორია
– რატომ ღირს iOS დეველოპერობა
– Swift-ის საფუძვლები: Playground, მუდმივები და ცვლადები (Constants & Variables), ტიპები (Types), ტუპლები (Tuples), არჩევითები (Optionals)
სესია 2 (2 საათი)
– მონაცემთა ტიპები (Data Types) Swift-ში
– მარტივი ალგორითმები
– ფუნქციების შესავალი (Functions)
– ბრძანებები და ოპერატორები (Statements and Operators)
სესია 3 (2 საათი)
– Enum, Struct, Class
– თვისებები (Properties)
– ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი კონცეფციები
სესია 4 (2 საათი)
– მემკვიდრეობა (Inheritance)
– პროტოკოლი (Protocol)
– გაფართოება (Extension)
– Hello World აპლიკაცია
სესია 5 (2 საათი)
– 15 კითხვიანი ტესტი (20 წთ)
– პასუხების განხილვა
– მეხსიერების მართვა: Reference Counting, Automatic Reference Counting, Retain Cycles
სესია 6 (2 საათი)
– Xcode IDE-ის მიმოხილვა
– მარტივი აპლიკაციის შექმნა
– მომხმარებლის ინტერფეისის კომპონენტები (UI Components)
სესია 7 (2 საათი)
– Model-View-Controller (MVC) არქიტექტურა
– iOS სიმულატორები (Simulators)
– მარტივი აპლიკაციის აგება
სესია 8 (2 საათი)
– რა არის Auto Layout
– Auto Layout-ის მნიშვნელობა
– მარტივი აპლიკაციის შექმნა Auto Layout-ის გამოყენებით
სესია 9 (2 საათი)
– ნავიგაციის ტიპები (Navigation Types)
– Segue-ები
– პროგრამული ნავიგაცია (Programmatic Navigation)
– მონაცემთა გადაცემა გვერდებს შორის
სესია 10 (2 საათი)
– TableView: შევსება, კონფიგურაცია, Data Source და Delegate
– TableView უჯრედები (Cells) და საბაჟო უჯრედები (Custom Cells)
სესია 11 (2 საათი)
– CollectionView: შევსება, კონფიგურაცია, Data Source და Delegate
– CollectionView უჯრედები (Cells) და საბაჟო უჯრედები (Custom Cells)
სესია 12 (2 საათი)
– 15 კითხვიანი ტესტი (20 წთ)
– პასუხების განხილვა
– ScrollView, Alert, ActionSheet
სესია 13 (2 საათი)
– პროგრამულად შესრულებული Auto Layout-ის მნიშვნელობა
– მარტივი UI-ის შექმნა
– მარტივი სიების აპლიკაციის აგება
სესია 14 (2 საათი)
– ტაბზე დაფუძნებული აპლიკაციები (Tab Bar Controller)
– გვერდზე დაფუძნებული აპლიკაციები (Page Controller)
სესია 15 (2 საათი)
– Git-ის საფუძვლები
– GitHub რეპოზიტორიები
– ტერმინალის საბაზისო ბრძანებები
– Branching სტრატეგია
სესია 16 (2 საათი)
– UserDefaults
– შესავალი Core Data-ში (შექმნა, წაკითხვა, განახლება, წაშლა)
სესია 17 (2 საათი)
– MVVM-ის ძირითადი პრინციპები
– MVC-ის გარდაქმნა MVVM-ში
– შესავალი Coordinator შაბლონში
სესია 18 (2 საათი)
– 30 კითხვიანი ტესტი (45 წთ)
– განხილვის სესია
სესია 19–24 (12 საათი)
– სტუდენტები ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში ქმნიან სრულფასოვან iOS აპლიკაციას
– პროექტი მოიცავს Swift-ის, Xcode-ის, Auto Layout-ის, Navigation-ისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოყენებას
– მენტორული სესიები (1 სთ ყოველ მეორე დღეს):
– კითხვებზე პასუხები (Q&A)
– უკუკავშირი და რეკომენდაციები
– ძირითადი ფუნქციების ერთობლივი იმპლემენტაცია
– ბოლო სესიაზე (სესია 24) პროექტების პრეზენტაცია და შეფასება
კურსზე რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციამდე შეგიძლიათ გაეცნოთ მონაწილის ხელშეკრულების პროექტს.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა, გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე მონაწილეები უნდა დაარეგისტრიროს მშობელმა/მეურვემ.
ინტერესის ფორმა
მსგავსი ინფორმაცია
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები: შედეგები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: ** ბტუ–ს საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ** ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების ორგანიზება; ** კონკურსების, გასაუბრებების, ტესტირებისა და პერსონალის შერჩევის სხვა პროცედურების ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** პერსონალის მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის …
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები
დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები პ/ნ მიღებული ქულა (სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B2.) დონე 010****6653 61% B2 010****1673 80% B2 620****2047 57% B1 610****4438 18% A2 010****7858 57% B1 600****8649 33% A2 010****3830 54% B1 …