ინგა აბულაძე
ინგა აბულაძე არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) აფილირებული პროფესორი. მას აქვს დიდი პროფესიული გამოცდილება პროგრამირების სწავლების მიმართულებით. 1992 წლიდან დღემდე ასწავლის პროგრამირების სხვადასხვა ენას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში. სხვადასხვა დროს მისი პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია 10 პროგრამირების ენის სწავლებასთან.
ინგა აბულაძე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ავტორობით გამოცემულია 15 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია და 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია. მისი შრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში. იგი არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის ენციკლოპედიის სექციის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ამავე გამომცემლობის რამდენიმე ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, ხშირად მონაწილეობს თავის სტუდენტებთან ერთად. 2019 წლიდან არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, დაპროგრამების ენების ევოლუცია, ღრუბლოვანი გამოთვლები.