ნინო მუშკუდიანი
ნინო მუშკუდიანი არის ფიზიკა/მათემატიკის აკადემიური დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. იგი აქტიურად ეწევა როგორც სასწავლო საგანმანათლებლო, ასევე პროფესიულ საქმიანობას როგორც მათემატიკის, ასევე საბანკო მიმართულებით. იგი არის საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგულირებისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი.
სხვადასხვა დროს ნინო ლექციებს კითხულობდა მათემატიკურ ანალიზში, კალკულუსში (მათ შორის, ინგლისურ ენაზე), მათემატიკა ბიზნესისთვის და ალბათობა და მათემატიკური სტატისტიკაში. ამავე დროს მას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ფუნქციონალური ანალიზის, ასევე ეკონომიკის საკითხებზე; ასევე მას მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და დარგობრივ კონფერენციებში და სემინარებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; გავლილი აქვს სხვადსხვა საკვალიფიკაციო კურსები და ტრეინინგები.
ნინო ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.