ნონა ქარქუზაშვილი
ნონა ქარქუზაშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (PhD) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი. აქვს 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება, რომლის დიდი ნაწილი მმართველობთ საკონსულტაციო კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობას მოიცავს.
განხორციელებული აქვს ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით ათეულობით პროექტი, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა: სტრატეგიული დაგეგმვა, ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება, მოტივაციის სისტემების შექმნა და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია.
ნონა ქარქუზაშვილი აქტიურად საქმიანობს აკადემიურ სფეროში და არის სხვადასხვა სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგული, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მისი სამეცნიერო პროფილი ხელმისაწვდომია ResearchGate-ზე.
არის The Customer Experience Professionals Association-ის (CXPA) მიერ გაცემული Certified Customer Experience Professional-ის (CCXP) სერტიფიკატის მფლობელი. მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამაში აკადემიური პერსონალისთვის (Erasmus+ | IPB ICM week 2025).