ქუჯი ბიჭია
ქუჯი ბიჭია არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. წლებია ქუჯი ბიჭია აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას ეკონომიკის და ანალიტიკის მიმართულებით, მათ შორის წაკითხული აქვს ლექციების კურსი უცხოეთში.
ქუჯი ბიჭია აქტიურად არის ჩარული სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში. არის 10-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი (მათ შორის იმპაქტ–ფაქტორიან ჟურნალში), არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების მონაწილე.
ქუჯი ბიჭიას მიღებული აქვს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში ევროპის ქვეყნებში მონაცემთა ანალიზის და თამაშთა თეორიის მიმართულებით.
მისი ინტერესის სფეროებია: მიკროეკონომიკა, ციფრული ეკონომიკა და თამაშთა თეორია.