ანა ვერულაშვილი
ასოცირებული პროფესორი ანა ვერულაშვილი ფლობს სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიურ ხარისხს. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ანას აქვს ორ ათწლეულის მუშაობის გამოცდილება კომუნიკაციების სფეროში – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ამჟამად კი მუშაობს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თიბისი ბანკის მარკეტინგის გუნდში.
ანას კვლევის ინტერესს წარმოადგენს ციფრული ტექნოლოგიების კავშირის დადგენა მომხმარებლის ინტერესებზე და ციფრული კომუნიკაციების გავლენა მათ ქცევაზე, რის შესახებაც გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევითი სტატია. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი. თავადაც იყო მენტორი პროექტში „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”.
ანა არის EUMMAS (European Marketing and Management Association) წევრი და ICOM (The International Council of Museums) წევრი. კითხულობს მარკეტინგის საფუძვლებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსებს.