ზვიად გაბისონია
ზვიად გაბისონია არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) პროფესორი და სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელი. იგი ასევე არის USAID-ის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალსა და პოლიტიკაში, სსიპ საჯარო მმართველობის ბიუროსა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ექსპერტი ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების საკითხებში, საქართველოს განათლების მეცნიერებათა და კრიმინოლოგიის აკადემიების წევრი.
ზ. გაბისონიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებით. ის ასწავლის ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და საბანკო სამართალს, ასევე ციფრულ მმართველობასა და საერთაშორისო სავაჭრო სამართალს. მისი ავტორობით გამოცემულია ექვსი წიგნი და 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, იგი გახლავთ 100-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის და ათობით სამეცნიერო პროექტსა და პროფესიული განვითარების პროგრამის მონაწილე.
მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გრანტი და პროექტი, მათ შორის: USAID National Governance Program-ის ფარგლებში ციფრული მმართველობის ინტეგრაცია უმაღლეს განათლებაში; ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტი „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“; USAID-ის „Justice Innovation Lab“ სამართლის ინოვაციური ლაბორატორიის შექმნა; და US Embassy Alumni Grant-ის პროგრამა – „GenZ Smart Academy“.
ზვიად გაბისონია არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) დამფუძნებელი და ბორდის წევრი.