ლელა მაჭავარიანი
ლელა მაჭავარიანი არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. იგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ–პროფესორია და კითხულობს ლექციებს „ბიზნეს მონაცემების დამუშავება Excel-ის გამოყენებით“. მისი პრაქტიკული საქმიანობა ტურიზმის სფეროს უკავშირდება — კერძოდ, ის მუშაობს ფინანსური ოპერაციების დეპარტამენტში, სადაც პასუხისმგებელია ინდონეზიისა და თურქეთის განყოფილებების ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტირებისა და ოპერაციული პროცესების მართვაზე. მას, ასევე, აქვს სამშენებლო და სამეწარმეო, განათლების სექტორში უმაღლეს რგოლში, მმართველ პოზიციებზე, მუშაობის გამოცდილებაც.
პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაშიც. მისი ძირითადი საკვლევი მიმართულებებია: ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია განათლების პროცესებში,
ფინანსური ოპერაციების შედარებითი ანალიზი ტურისტულ სექტორში და ა.შ.
მისი კვლევები გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის JEECAR (Journal of Eastern European and Central Asian Research)-ში და სხვ.
EUMMAS-ის მიერ იგი აღიარებულია როგორც ასოცირებული პროფესიონალი მენეჯმენტში 2021 და 2023 წლებში. ასევე, აქვს გამოცდილება ტრენინგებისა და საკონსულტაციო საქმიანობაში, სხვადასხვა კომპანიის მონაცემთა და პროცესების ციფრულად გარდაქმნის მიმართულებით