
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) 2025 წლის აკადემიური პერსონალის კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგები
ბტუ-ს აკადემიური პერსონალის კვლევების გრანტით დაფინანსების საკონკურსო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი განაცხადები და გამოავლინა გამარჯვებული პროექტი:
ლიგალტექზე (სამართლის ტექნოლოგიებზე) ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის – EU AI Act-ის – გავლენა.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა მიმდინარე წლის აპრილში და მის მიზანს წარმოადგენდა ბტუ-ს აკადემიური პერსონალის მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში მოღვაწეობის მხარდაჭერა, კვლევების ხარისხის გაუმჯობესება და ბტუ-ს პრიორიტეტული დარგების განვითარება შიდა ინსტიტუციური კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით.
კონკურსის თემას წარმოადგენდა ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია.
გამარჯვებული პროექტი ფინანსდება 3000 ლარით.
მადლობას ვუხდით კონკურსის ყველა მონაწილეს.
თითოეული მათგანი უახლოეს დღეებში მიიღებს შეფასებას ელ. ფოსტაზე.