
ევროკავშირის მხარდაჭერით, “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის მეორე ნაკადის მენტორების ტრენინგი წარმატებით დასრულდა
- Categories ახალი ამბები
- Date ივნისი 25, 2025
ევროკავშირის მხარდაჭერით, “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის მეორე ნაკადის მენტორების ტრენინგი წარმატებით დასრულდა!
2025 წლის 20-22 ივნისს, BTU-მ უმასპინძლა მეორე ნაკადის მენტორების ტრენინგს და ონბორდინგის სესიას პროექტის „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ ფარგლებში.
პირველი დღე დაეთმო ონლაინ შეხვედრას ახალ ლექტორებთან, ხოლო მომდევნო ორი დღე – ინტენსიურ ფიზიკურ სესიებს BTU-ს კამპუსში, 100 მენტორის ჩართულობით.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მენტორობის პროცესის სტრუქტურა, ბენეფიციარებთან ეფექტური კომუნიკაციის გზები და სხვადასხვა სწავლების მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ შემთხვევებზე დაფუძნებულ სწავლას, მენტორების როლს ბენეფიციარების პროფესიულ განვითარებაში და მათ მოტივაციას.
ღონისძიებას დაესწრო სპეციალური მოწვეული სტუმარი – Women Go Tech-ის ბორდის წევრი, რომელმაც ლიეტუვური გამოცდილება გააზიარა ქალების ტექნოლოგიურ განვითარებაში.
პროექტის მეორე ნაკადში 350 ბენეფიციარი ჩაერთვება და გადამზადდებიან 5 სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით, მათ შორის: კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი და Frontend Development.


