თინათინ ზერაგია
თინათინ ზერაგია ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს. ის არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესებია თანამედროვე მიდგომები მენეჯმენტში, მეწარმეობა და ინოვაციები, ტალანტის მართვა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია.
თინათინ ზერაგიას აქვს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში წავლების მრავალწლიანი გამოცდილება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. მას ასევე აქვს განათლების სფეროში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. ის ჩართული იყო მენეჯმენტის მიმართულებით რამდენიმე სასწავლო პროგრამისა და სასწავლო გეგმის მომზადების პროცესში, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
თინათინ ზერაგიას გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია მენეჯმენტის მიმდინარე თემებზე, ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის არის მე-12 საერთაშორისო RAIS კონფერენცია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომელიც გაიმართა პრინსტონში, ნიუ-ჯერსი, აშშ. ასევე – ევროპის ტრანსკულტურული და ინტერდისციპლინარული დიალოგის საზოგადოება (ESTIDIA)-ს მიერ გამართული კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ალიკანტე, ესპანეთში.
თინათინ ზერაგიას აქვს ათ წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება საქართველოს საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე საოპერაციო, საკრედიტო და გაყიდვების მიმართულებით.