3D-M პროექტის სამუშაო ვიზიტი ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში
2-3 ნოემბერს, ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (პორტუგალია), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით გაიმართა სამუშაო ვიზიტი ,,Erasmus Mundus Design Measures”-ის საგრანტო პროექტის 3D-M ფარგლებში.
ვიზიტი ითვალისწინებდა პროექტის ფინალურ სამუშაო შეხვედრას – პროექტის აქტივობების შეჯამებას და სხვადასხვა სამომავლო აქტივობების დაგეგმვას.
სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, სლოვენიიდან და სერბეთიდან.
ვიზიტის ფარგლებში BTU-ს წარმომადგენლების კოორდინირებით განხილული იქნა პროექტის პარტნიორობის გეგმა, მარკეტინგული სტრატეგიები, ხარისხის კონტროლის გეგმა, პროექტის პროგესის რეპორტი, პროექტის ვებ-გვერდი და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების შესახებ მონაწილეებმა მიიღებს ინფორმაცია უნივერსიტეტის ვიცე-რექტორისგან.
შეხვედრაში მონაწილეობდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით 2022 წლის სექტემბრიდან პრესტიჟული ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დიზაინის შექმნის პროექტი დაიწყო.
პროექტ 3D-M პროექტის სტრატეგიული მიზანია:
1.ციფრული მარკეტინგის და მონაცემთა ანალიზის მაღალი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის დიზაინის შექმნა;
2. საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით, პროგრამის ინოვაციური და ინტერნაციონალური კურიკულუმის შექმნა;
3. პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის პროგრამის განმახორციელებელ 3 სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობის შექმნა;
4. ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციის და აღიარების საერთო მექანიზმების შემუშავება;
5. საქართველოსა და ევროკავშირის 5 ქვეყნის წამყვან ინდუსტრიებთან პარტნიორობების დამყარება/გაძლიერება სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის ძირითადი პარტნიორები:
ვერსალის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
კვიპროსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კვიპროსი
პროექტის მხარდამჭერები:
ლუბლიანას ბიზნესის სკოლა, სლოვენია
ბელგრადის საბანკო აკადემია, სერბეთი
მხარდამჭერი ასოციაცია:
ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაცია (EUMMAS)