მენტორშიფი სტარტაპისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კომპონენტია.
მენტორშიფის ფარგლებში ჩვენი მენტორები დახმარებას გაგიწევენ შემდეგი მიმართულებით:
- მომხმარებლის იდენტიფიცირება;
- Value Proposition – რა მთავარ ფასეულობას ქმნის ბიზნესი თავისი მომხმარებლისთვის;
- რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს პროდუქტს;
- ეკონომიკური მოდელი (Revenue model);
- ოპერირებადი სტარტაპის პროცესების შეფასება;
- KPI-ს განსაზღვრა;
- საჭირო პირებთან/ორგანიზაციებთან დაკავშირება;
- სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა და სხვა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected]
მენტორები
თორნიკე ცირამუა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
Biliki App-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 10+ წლის გამოცდილება პროექტების მართვის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2018 წლიდან დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მეწარმეობის მიმართულებით. თორნიკე პარალელურად ჩართულია Social Impact Award-ის, Cleverton-ის, GITA-ს და სხვა სტარტაპ აქსელერატორებში როგორც სტარტაპ მენტორი და ტრენერი.
თორნიკეს სტარტაპი “Biliki App” არის გლობალური ციფრული ტურისტული მარშრუტების პლატფორმა, რომელიც წარმეტიბთ გავიდა ბალტიისპირეთის ბაზრებზე.
ქეთევან ებანოიძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი
ქეთევანი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით. ქეთევანი ასევე არის Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი. 2016 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის, სოციალური მეწარმეობისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. ქეთევანი არის Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსლერატორის ორგანიზატორი და მენტორი, ასევე ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამფუძნებელი.
ბოლო რამდენიმე წელია არის სხვადასხვა სტარტაპ კონკურსისა და ბიზნესდაჯილდოების (მათ შორის თიბისის ბიზნესდაჯილდოების) ჟიურის წევრი.
გიორგი ჩუგოშვილი
ანტრეპრენერი, Phubber-ის თანადამფუძნებელი
გიორგის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო, პროგრამული უზრუნველყოფის, სასაქონლო ვაჭრობისა და ინფრასტქუტრული განვითარების სექტორებში. იკავებდა ფინანსური დირექტორის თანამდებობას “Extol Trading Ltd.-ში”, რომელიც, 300-მილიონიანი წლიური ბრუნვით, ახორციელებს ოპერაციებს საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში.
2018 წლიდან ხელმძღვანელობს Phubber app-ს, რომელსაც 2023 წლის მდგომარეობით 1,200,000$-ზე მეტი კერძო ინვესტიცია აქვს მოზიდული და გასულია უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე.
თორნიკე ჩხაიძე
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება წარმატებული ციფრული პროდუქტებისა და ბიზნესის შექმნისა და მართვის სფეროში. შეუქმნია ისეთი ბიზნესები, როგორიცაა: ღვინის ბრენდი IKANO, აზიური სამზარეულოების სწრაფი კვების ობიექტი UKVE, ციფრული პლატფორმა Face2Face, ნატურალური წვენების კომპანია Maisi და საკონსულტაციო კომპანია SavvY.
მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის წარმოებას, საცალო ვაჭრობას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და კონსალტინგს. თორნიკეს კარიერის განმავლობაში უმუშავია მრავალ ბიზნეს გეგმაზე, pitch-deck-ზე და ფინანსურ მოდელზე, ინვესტორებისთვის წარდგენისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით. თორნიკე ასევე გახლავთ “Forbes 30 under 30 in entrepreneurship” ტიტულის მფლობელი. თორნიკეს ბოლო 5 წელია, აქტიურად ატარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის მართვა, ციფრული პროდუქტის განვითარება და ფინანსები. ასევე, ის ყოფილა არაერთი წარმატებული სტარტაპის მენტორი და სტარტაპების საგრანტო კონკურსების ჟიურის წევრი.