- კომპანიის ბიუჯეტის შედგენა;
- 5 წლიანი ფინანსური პროგნოზის მომზადება (შემოსავლები, გაყიდული საქონლის ღირებულება, მთლიანი მოგება, ხარჯები, სუფთა მოგება/ზარალი).
ფინანსური პროგნოზისა და ბიუჯეტის კონსულტანტები
ვახტანგ ჩქარეული
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი
ეკონომიკის დოქტორი
ვახტანგ ჩქარეულს აქვს 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება ფინანსური მართვისა და ანალიტიკის მიმართულებით. ამჟამად იკავებს ფინანსური დირექტორის პოზიციას კომპანია ციტადელში, რომელიც ბაზრის ლიდერია სამშენებლო მასალების ვაჭრობის მიმართულებით. 2020-2022 წლებში იკავებდა ფინანსებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, როგორიცაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – საგრანტო პროექტების ანალიზის მიმართულებით; თელიანი ველი – ფინანსური ეკონომისტი; ფინანსთა სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. იგი გახლავთ არაერთი პროექტის მოწვეული ექსპერტი სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმვის კუთხით. ვახტანგი რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ფინანსების მიმართულებით, ასევე ჩართული იყო სტარტაპებისთვის არაერთ პრე-აქსელერაციის პროგრამაში მოწვეული ტრენერის სტატუსით.
2020 წელს შემოუერთდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდს მოწვეული ლექტორის სტატუსით, რის შემდგომაც გახდა აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ფინანსების საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი.
მაია აფციაური
შპს „ნექსია“-ს ბიზნესის აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულების მენეჯერი
სტარტაპი „accounter“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი
მაიას აქვს სხვადასხვა წამყვან კომპანიებში, მათ შორის ფოლკსვაგენ საქართველოსა და საგა იმპექსში, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. 2019 წლიდან მაია მუშაობს შპს ნექსია საქართველოში სადაც იკავებს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულების მენეჯერის პოზიციას. მისი კლიენტების ძირითადი ნაწილი სტარტაპები არიან. სტარტაპებთან თანამშრომლობა მოიცავს როგორც ბუღალტრულ მომსახურებას, ასევე რეპორტინგში მხარდაჭერას.
მაია ასევე არის სტარტაპი „accounter“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. სტარტაპმა 2023 წელს მოიპოვა ჯიტა-ს 150,000 ლარიანი გრანტი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა აპლიკაციის შექმნაზე.
თორნიკე ჩხაიძე
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება წარმატებული ციფრული პროდუქტებისა და ბიზნესის შექმნისა და მართვის სფეროში. შეუქმნია ისეთი ბიზნესები, როგორიცაა: ღვინის ბრენდი IKANO, აზიური სამზარეულოების სწრაფი კვების ობიექტი UKVE, ციფრული პლატფორმა Face2Face, ნატურალური წვენების კომპანია Maisi და საკონსულტაციო კომპანია SavvY.
მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის წარმოებას, საცალო ვაჭრობას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და კონსალტინგს. თორნიკეს კარიერის განმავლობაში უმუშავია მრავალ ბიზნეს გეგმაზე, pitch-deck-ზე და ფინანსურ მოდელზე, ინვესტორებისთვის წარდგენისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით. თორნიკე ასევე გახლავთ “Forbes 30 under 30 in entrepreneurship” ტიტულის მფლობელი. თორნიკეს ბოლო 5 წელია, აქტიურად ატარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის მართვა, ციფრული პროდუქტის განვითარება და ფინანსები. ასევე, ის ყოფილა არაერთი წარმატებული სტარტაპის მენტორი და სტარტაპების საგრანტო კონკურსების ჟიურის წევრი.