ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შიდა წვდომის ციფრული ბიბლიოთეკით. ციფრული ფონდით სარგებლობისთვის აუცილებელია ბტუ-ს კორპორატიული მეილით ვერიფიკაცია.
ფონდი მოიცავს:
- რიდერებს (სასწავლო მასალა, რომლის მიზანია, გაუმარტივოს სტუდენტებს იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც სასწავლო კურსის ფარგლებშია გათვალისწინებული. სასწავლო კურსის შესწავლისთვის მომზადებული მასალა ეყრდნობა დარგის სიახლეებს.)
- AI წიგნებს („ლურჯი ოკეანისა“ და BTU-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც უნიკალურია ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის. მისი მიზანია მკითხველს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში უმოკლეს დროში მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია.)
- ბტუ-ს პროგრამებში შემავალი საგნების მიხედვით დახარისხებულ სასწავლო მასალებს, რომელიც სტუდენტს უმარტივებს მასალაზე წვდომას. წიგნის მოძიება შესაძლებელი არა მხოლოდ სათაურისა და წიგნის ავტორის, არამედ სასწავლო კურსის დასახელებითაც.