BTU-სა და წამყვან IT კომპანია Syntax-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და წამყვან IT კომპანია Syntax-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” პროექტის ფარგლებში ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ასამაღლებელ კამპანიაში მონაწილეობას, ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული პროგრამების განახლების პროცესში დარგის ექსპერტების გამოყოფას, გადამზადებული ბენეფიციარების შეფასების და მენტორშიფის პროცესში მონაწილეობას, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარების დამატებით გადამზადებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
“კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია, რომელიც ტექნოლოგიებში ქალთა როლის და ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის მხარდამჭერი და თანა-დამფინანსებელია USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამა.
პროექტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვი რეგულარულად იზრდება: ინიციატივის პარტნიორია დასაქმების ბაზრის 25 წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.