BTU-ში ხელოვნური ინტელექტით დაწერილი პირველი ქართული წიგნის, ,,თანამშრომელთა მოტივაციის” პრეზენტაცია გაიმართა.
AI Books „ლურჯი ოკეანისა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დამუშავებას, ქართულ ენაზე თარგმნასა და ორენოვანი წიგნების გამოცემას გულისხმობს.
პროექტის მიზანი მკითხველისათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.