ევროკავშირთან პარტნიორობით, ჟან მონეს პროექტის EU-Energy-SSDP-ს ფარგლებში, BTU-ში, ახალი სასწავლო კურსების სწავლება დაიწყო
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის: „ევროპის კავშირის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა“
მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის: „განახლებადი ენერგიის პოლიტიკა ევროპის კავშირსა და საქართველოში“
საზაფხულო სკოლის სილაბუსი: ევროპის კავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიისთვის
საზაფხულო სკოლა 2023 წლის ზაფხულში ამოქმედდება.
EU-Energy-SSDP პროექტის მიზანია ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარებისა და ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით. ინოვაციური კურიკულუმის განვითარება და სწავლება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან და სხვ.