BTU აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა შესარჩევ კონკურსს შემდეგი მიმართულებებებით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა შესარჩევ კონკურსს შემდეგი მიმართულებებებით
- მარკეტინგი;
- ფინანსური აღრიცხვა;
- ფინანსური მენეჯმენტი;
- სტატისტიკა;
- ადამიანური რესურსების მართვა;
- დაზღვევა;
- ინვესტიციები;
- ფასიანი ქაღალდები;
- აუდიტი;
- ელექტრონული ცხრილები – ექსელი;
- პროგრამირება (Python);
- პროგრამირება (JVM, JXT, Spring);
- ინფორმაციული უსაფრთხოება/კიბერუსაფრთხოება;
- კომპიუტერული ქსელები (CCNA);
- ვებ დაპროგრამება (Javascript, Node.js, Angular, React.js);
- ოპერაციული სისტემა LINUX;
- 3D კომპიუტერული გრაფიკა / 3D მოდელირება (Autodesk Maya);
- თამაშების დეველოპმენტი (UE4);
- მონაცემთა ბაზები (ORACLE);
- მონაცემთა ბაზების მართვა;
- მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android);
- სერვერული ოპერაციული სისტემები Windows Server 2019;
- IOT სისტემები;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტი (ITIL);
- მანქანური სწავლება;
- ღრუბლოვანი სისტემები (AWS);
- უკაბელო ქსელები/კავშირგაბმულობა;
- ციფრული ტრანსფორმაცია – სერვერული სისტემების ადმინისტრირება;
- DevOps სისტემების შესავალი.
ვაკანსიების რაოდენობა:
მაქსიმუმ 5 თითოეული გამოცხადებული მიმართულებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან უმაღლესი განათლება, პროფესიული გამოცდილება და სპეციალური მომზადება.
ბტუ უფლებამოსილია განსაზღვროს საკონკურსო სფეროები, რომლებშიც უშვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევის შესაძლებლობას, თუ ამ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ – ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება – საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ასეთ საკონკურსო მიმართულებად განისაზღვროს – ინფორმაციული ტექნოლოგიები (ყველა გამოცხადებული მიმართულება), ვაკანტური აკადემიური თანამდებობა – ასისტენტ-პროფესორი.
შერჩევის კრიტერიუმები:
წარმოდგენილი სილაბუსის და გასაუბრების შეფასება, შესაბამისი სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება, პროფესიული გამოცდილება (ე.წ. „სტაჟი“), საერთაშორისო გამოცდილება (მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში – დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობა), ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცების და/ან გამოცემული ნაშრომების არსებობა. უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია და წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია.
წარსადგენი საბუთები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
შერჩევის პროცესის ვადები:
- საბუთების მიღება: 10.01.2020 – 24.01.2020;
- შეჩევის I ეტაპი (საბუთების შესწავლა და II ეტაპზე გადასულ პირთა ინფორმირება): 27.01.2020;
- შერჩევის II ეტაპი (გასაუბრება, რეგლამენტი – 10-15 წთ): 29.01.2020 – 30.01.2020;
- საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 31.01.2020;
- შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 03.02.2020.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი ნ. მიქანაძე, კანცელარიის სამსახურის უფროსი.
საკონტაქტო ტელ. +995 322308055 ელ. ფოსტა: [email protected]