ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ბტუ–ს საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
** ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების ორგანიზება;
** კონკურსების, გასაუბრებების, ტესტირებისა და პერსონალის შერჩევის სხვა პროცედურების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** პერსონალის მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება;
** შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და თანამშრომელთა პირადი საქმეების დაკომპლექტება/წარმოება;
** ადამიანური რესურსების საინფორმაციო ბაზის წარმოება და მონაცემების განახლება;
** პერსონალის შესახებ ინფორმაციის შესაბამის რეესტრებსა და ბტუ–ს შიდა ბაზებში ასახვისთვის საჭირო მასალების მომზადება;
** ბტუ–ს სტრუქტურული ერთეულებისა და პერსონალისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ცნობებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
** პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
** პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა;
** პერსონალის აზრის შესწავლის მიზნით გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობა და მიღებული შედეგების პირველადი დამუშავება;
** კონკურსების, ატესტაციებისა და შესაბამისი კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ–ინფორმაციული მხარდაჭერა;
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრიატში სწავლების მეორე აკადემიური წელი;
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება ან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარმატებით გავლილი სტაჟირება;
** საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარი;
** დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის სისტემატიზების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება;
** საჭიროების შემთხვევაში დავალების შესრულება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
** სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82;
** სამუშაო განრიგი – სრული განაკვეთი 10:00-18:00 ან 09:00-17:00
შრომის ანაზღაურება 1500-1800 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი“
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected].
შენიშვნა:
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ, მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა – კანონმდებლობით დადგენილი ვადით.