BTU აცხადებს ვაკანსიას პროექტებისა და ინოვაციების მენეჯერის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აცხადებს ვაკანსიას პროექტებისა და ინოვაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეიმუშაოს საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვის გეგმა;
- ხელი შეუწყოს სტარტაპების განვითარებას მეწარმეობის ცენტრის ფარგლებში;
- მუდმივად მოახდინოს უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სტარტაპების განვითარებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობა;
- განავითაროს ინოვაციური იდეების ხელშემწყობი პროექტები;
- უზრუნველყოს დროული და მკაფიო კომუნიკაცია მონაწილე მხარეებთან;
- უზრუნველყოს პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულება და ანგარიშგება;
- მოახდინოს პროექტის სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი, პროგრესის ანალიზი და მოამზადოს ანგარიში;
- განსაზღვროს საჭირო რესურსები ან/და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს არგუმენტირება რესურსების ცვლილებასთან მიმართებაში;
- მოახდინოს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების და მოვალეობების გადანაწილება;
- მოახდინოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების მართვა და მონიტორინგი.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სტარტაპებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა(C1 დონე).
დამატებითი ინფორმაცია :
სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე.
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ გამოცხადებული პოზიციის დასახელება (პროექტებისა და ინოვაციების მენეჯერი)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected]
გაცნობებთ, რომ შესარჩევი კონკურსი ითვალისწინებს: წარდგენილი დოკუმენტების შესწავლას და გასაუბრებას კონკურსანტთან, რომლის საბუთებითაც დადასტურდება საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობა.