ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია
- Categories ლაბები
- Date სექტემბერი 3, 2021
საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ხელშეწყობით BTU AI LAB – ხელოვნური ინტელექტის პირველი რეგიონალური ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა. BTU-ს სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აქვს საშუალება მსოფლიოს წამყვან IT კომპანიებთან ითანამშრომლონ და მათთვის საინტერესო პროდუქტი განავითარონ. BTU AI LAB თანამშრომლობს ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია AI Georgia-სთან, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნის, AI-ს ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში და ბიზნესინდუსტრიებში ინტეგრაციის, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI LAB-ის ბაზაზე მომზადდა:
- BTU-ს სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია SYSTEM CORP-ის მიერ ავატარის ვიდეო ლექციები: მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.
BTU AI LAB – ის ბაზაზე ჩატარდა:
- ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გადამზადების კურსი საჩუქრად ქალებისთვის – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივითა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით
- მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით გადამზადების პროგრამა, ყველა ბენეფიციარისთვის, სრულად დაფინანსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.
- ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გადამზადება, პროგრამაში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, სრულად დაფინანსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ
- „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ AI LAB-ის ბაზაზე კიდევ ერთი პროექტის განხორციელება გერმანულ კომპანია KnowledgeTools International GmbH-სა და Maxin AI-თან ერთად დაიწყო, რაც ქართული შრიფტისთვის სრულყოფილ OCR პროგრამის შექმნაზე მუშაობას გულისხმობს, რომლის შედეგადაც დასკანერებულ დოკუმენტებში შეცდომის გარეშე მოხდება ტექსტის წაკითხვა. პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI LAB-ის დახმარებითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.
- გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელის მასტერკლასი და პანელური დისკუსია ციფრული მმართველობის შესახებ
- Pulsar AI ჰაკათონი – ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, BTU-ს სტუდენტებისთვის;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Impel-თან პარტნიორობით, Chatgpt – gpt3.5 ჰაკათონი გაიმართა. ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა ChatGPT-GPT-3.5-ის გამოყენებით სხვადასხვა უნიკალური და კრეატიული გადაწყვეტილებების პრეზენტაციები ჟიურის წინაშე წარადგინეს.
სამეცნიერო პუბლიკაციები და კვლევის ანგარიშები
- ნინო ენუქიძე, მარი დგებუაძე – ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საჭიროება საქართველოში
- Khatuna Burkadze – The Legal Aspects of Artificial Intelligence based on the EU Experience
- Maia Melikidze – Renewable (solar energy), Modern situation, economic challenges, and the role of artificial intelligence
- Zviad Gabisonia – NATURE OF ARTIFICIAL INTELLIGENCE AND THE PROBLEM OF RECOGNISING IT AS A SUBJECT OF LAW