უსაფრთხო ინტერნეტის დღე
8 თებერვალს საერთაშორისო უსაფრთხო ინტერნეტის დღეა, რომლის ფარგლებშიც, 9 თებერვალს BTU-ს ორგანიზებით რამდენიმე ტრენინგი ჩატარდა.
რეგულაციების გამო, ფიზიკურ ფორმატში შეხვედრას 30 ადამიანი დაესწრო, 100-ზე მეტი კი ონლაინ ფორმატში ჩაერთო.
- მომხსენებელი:
გიორგი იაშვილი
შეხვედრის სამუშაო ენა: ქართული
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის PEU-C-E-ს ფარგლებში გაიმართება. PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.