BTU აბიტურიენტებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას იწყებს
პროექტები თებერვლიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მათში ჩართვა კი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ აბიტურიენტს სრულიად უფასოდ შეეძლება. სასურველ აქტივობაში მონაწილეობისთვის მხოლოდ წინასწარი მარტივი რეგისტრაციაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.
ამ დროისთვის აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:
- მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
- გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
- გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
- პროფესიული ორიენტაცია – ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
- გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის – ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
- ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.
აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე
თითოეულ მათგანში მონაწილეობა ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია. თავად უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კი შეთავაზებული პროექტები და აქტივობები კიდევ უფრო მრავალფეროვანია. შედეგად ისინი იღებენ ცოდნას, რომელიც წარმატებით დასაქმებასა და საკუთარი საქმის დაწყებაში ეხმარება. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები BTU-ს მენტორები, რომლებიც სტუდენტების იდეის ჩამოყალიბებიდან პროექტის სრულ განხორციელებასა და კომერციალიზაციამდე ეხმარებიან.
ამ დროისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სამ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს. თითოეულ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია. წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც სახელმწიფო გრანტით, ისე საუნივერსიტეტო დაფინანსებითა და გრანტებით.
ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 01, მისაღები ადგილების რაოდენობა არის 450. პროგრამაზე მოსახვედრად ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის ჩაბარებასთან ერთად საჭიროა ისტორიის ან მათემატიკის ჩაბარება. ისტორიით პროგრამაზე 120 სტუდენტის ადგილია გათვლილი, ხოლო მათემატიკით – 330. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.
ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კოდი არის 195 01 02. პროგრამაზე, სადაც მისაღები სტუდენტების რაოდენობაა 100, საჭიროა აბიტურიენტმა ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს დამატებითი სპეციალობის პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლოს არა ერთ, არამედ ორ სპეციალობას ერთდროულად. შედეგად უნივერსიტეტი სტუდენტს აძლევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზს, რომელიც წარმატებით დასაქმებას უწყობს ხელს. კურსდამთავრებულს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში.
საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 03, შემდეგი საგნების ჩაბარებაა საჭირო: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. საერთო ჯამში 450 ადგილია. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზნესში გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.
BTU ორმაგი დიპლომის მიღების შესაძებლობასაც სთავაზობს სტუდენტებს. თითოეული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს სწავლის ბოლო წელი საზღვარგარეთ გაატაროს და BTU-ს დიპლომის პარალელურად მიიღოს ჩიჩესტერის უნივერსიტეტის, სტეფორდშირის უნივერსიტეტის ან ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი.
ასევე, BTU-ში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი კი ასეთია: Agile, Scrum, Lean საერთაშორისოსერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში, HP Life სტანდარტი მეწარმეობაში, ACCA სტანდარტი ფინანსებში, ABPM სტანდარტიო პერაციების მართვაში, IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში.
საერთაშორისო სერტიფიკატები და დიპლომი სტუდენტებს საერთაშორისო მასშტაბით დასაქმების უდიდეს შესაძებლობას სთავაზობს.