Silicon Valley Tbilisi Challenge Vol.3-ის ოფიციალური პარტნიორი, კომპანია IBM იქნება
უმსხვილესი სტუდენტური ჰაკათონის ,,Silicon Valley Tbilisi Challenge’’ ოფიციალური პარტნიორი კომპანია IBM გახდა
რიგით მესამე სტუდენტური ჰაკათონის, ,,Silicon Valley Tbilisi Challenge VOL3’’ ოფიციალური პარტნიორი კომპანია IBM გახდა. ღონისძიება ყოველწლიურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტარდება და სხვადასხხვა დავალებებზე, შეზღუდულ დროში საუკეთესო აიტი ჯგუფის გამოვლენას გულისხმობს. მესამე ჰაკათონის დავალება კვლევების ციფრულ ტექნოლოგიებთან ინტეგრირებაა. კომპანია IBM, რომელმაც 2009 წელს კვლევების სტატისტიკური დამუშავების მსოფლიოში უმსხვილესი ანალიტიკური პროგრამა SPSS შეისყიდა, დაინტერესდა ჰაკათონის პარტნიორობით და გამარჯვებულ გუნდს პროდუქტის განვითარებასა და მდგრადობაში მხარდაჭერას უცხადებს.
2017 წელს, სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში, Google კვირეულის ფარგლებში გაიმართა ,,Silicon Valley Tbilisi Challenge’’, რომლის ოფიციალური პარტნიორი კომპანია Softline Georgia იყო. ჰაკათონის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ თემაზე – განათლება და ციფრული ტენოლოგიები და გამარჯვებული გუნდის ხუთივე წევრი კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ. 2018 წელს დაგეგმილი ,,Silicon Valley Tbilisi Challenge VOL3’’ -ის ფარგლებში, პარტნიორობის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სტუდენტური გუნდების ფორმულირება.