ჟან მონეს PEU-C-E-ს პროექტის ვორქშოფები ქუთაისში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 19-20 ივნისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა რეგიონული ვორქშოფების სერია სკოლის მოსწავლეებისთვის: „კიბერჰიგიენა“ ქალაქ ქუთაისში გამართა.
შეხვედრებს უძღვებოდა ექსპერტი, პროფესორი ანდრო გოცირიძე.
42 სკოლის მოსწავლე დაესწრო 2 დღიან ინტენსიურ ვორქშოფებს რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.