
Women in AI 2.0 პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია 3 აგვისტოდან იწყება!
Women in AI 2.0 პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია 3 აგვისტოდან იწყება!
შემოგვიერთდი საინფორმაციო შეხვედრებზე, დაესწარი AI ვორკშოპს და გაიგე რას ისწავლი, როგორ შეგიძლია გახდე პროექტის მონაწილე და ისარგებლო ამ შესაძლებლობით.
შეხვედრები განკუთვნილია 16+ ასაკის გოგოებისა და ქალებისთვის და გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
17 აგვისტო | 12:00 – თბილისი, BTU, B კამპუსი
18 აგვისტო | 12:00 – მცხეთა, Hotel Gino Wellness Mtskheta
19 აგვისტო | 12:00 – ახალციხე, Akhaltsikhe Inn
19 აგვისტო | 16:00 – გორი, Gori Inn
20 აგვისტო | 13:00 – ქუთაისი, Best Western Kutaisi
პროექტი ხორციელდება UN Women Georgia-სთან პარტნიორობით.
პროექტის ფარგლებში 100 მონაწილე გადამზადდება ოთხი მიმართულებით:
ხელოვნური ინტელექტი – 25 მონაწილე
ფრონტენდ დეველოპმენტი – 25 მონაწილე
მონაცემთა მეცნიერება – 25 მონაწილე
ციფრული პროდუქტების ტესტირება – 25 მონაწილე
შეხვედრაზე დასასწრებად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა:
https://shorturl.at/niLbq


