დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და ნორვეგიის მთავრობა
პროექტის განხორციელების ვადები: 2023-2025 წლები
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
Women in AI – გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით BTU-ს მიერ ხორციელდება 2023 წლიდან.
პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ქალი შეირჩევა და ყველა მათგანი 9 თვის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტისა და ვებ-დეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდება სრული დაფინანსებით.