VEQILI
გუნდის წევრი: ელენე ლომსაძე
პლატფორმა მოიცავს ორი ტიპის მომხმარებელს – ესენია: ა) ადამიანი, რომელიც ეძებს იურისტს და ბ) ადვოკატი, რომელიც საკუთარ პროფილს ქმნის ვებსაიტზე. იმისათვის, რომ შედეგები იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ვებსაიტს ექნება სორტირების ფუნქცია და მომხმარებელს, რომელიც დააპირებს რეგისტრაციას აღნიშნულ საიტზე, გაეხსნება ფანჯარა, სადაც იქნება რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვა – ვის ეძებს, რა პრობლემა აქვს და კონკრეტულად რისი გადაჭრა სურს. ამის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი მოუძებნის რამდენიმე შესაბამის კანდიდატს და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება, ბიოგრაფიული მონაცემების გარდა ნახოს მის შესახებ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: გახმაურებული საქმეები, გაშუქება მედიაში, მომხმარებლის რეიტინგი და სხვ. თუ რომელიმე კანდიდატი არ იქნება მისთვის შესაფერისი, Swipe-ის ფუნქციით გადაირჩევს ადვოკატს და ავტომატურად გამოჩნდება სხვა იურისტი. ადვოკატის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს შეეძლება პირველადი კონსულტაციის გავლა საიტზე არსებული ჩატის მეშვეობით.