ციფრულ პროექტში საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაცია ერთვება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორობა ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების წარმოების, საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვის, ტურიზმის სფროში საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების და საქართველოს ტურისტული დესტინაციების ციფრული მედიით მსოფლიოში პოპულარიზაციას გულისხმობს.
პროექტ #SHAREGEORGIA-ს ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემდეგ, საქართველოს ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთვება. ,,გახდი საქართველოს ციფრული ელჩი’’ მოწოდებაა, რომელიც კამპანიის ფარგლებში გაჟღერდა და ქვეყნის გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სანახაობების ციფრულ მედიაში პოპულარიზაციას გულისხმობს.
#SHAREGEORGIA-ს კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა სოციალური მედიის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გააზიაროს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პოსტები ან შექმნას საკუთარი ჰეშთეგით #SHAREGEORGIA.
პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას, სოციალური მედიის მომხმარებლების გარდა, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 22 ივნისს 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
მის: რუსტაველის გამზ. #11.