ტოპ კომპანიები BTU-ს პირველკურსელ მაგისტრანტებს ასეულობით ვაკანსიას სთავაზობენ
BTU-ში პირველკურსელი მაგისტრანტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე უმსხვილესი დასაქმების ფორუმი გაიმართება. სექტემბერში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი მაგისტრანტებისთვის წარადგენენ ასობით სამუშაო პოზიციას, რომელზე დასაქმებაც პირველკურსელებს დაუყოვნებლივ, სწავლის პარალელურად შეეძლებათ.
სწავლის პირველივე დღიდან დასაქმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განსხვავებული მიდგომაა. მის ფარგლებში მაგისტრანტები სწავლის დაწყებისთანავე საქმდებიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ დასაქმებაში თავად უნივერსიტეტი ეხმარებათ.
BTU-ს სტუდენტების მიმართ იზრდება კერძო სექტორის დაინტერესებაც. მიმდინარე წელს მათი მხრიდან ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. პარტნიორი კომპანიების რაოდენობამ კი, რომლებიც BTU-ს მაგისტრანტებს ასაქმებენ, უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწია. შეთავაზებული ვაკანსიები საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტს ეკუთვნის.
აღსანიშნავია ისიც, რომ BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების 90%-ზე მეტი პროფესიის შესაბამის სფეროში მუშაობს.