თორნიკე ჯობავა
თორნიკე ჯობავა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორია. იგი არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი და ახორციელებს საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. ბოლო ათწლეულია მუშაობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც ამჟამად იკავებს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. მის დაქვემდებარებაშია ტექნოპარკები, საგანმანათლებლო პროგრამები, StartUp in Georgia, Do IT in Georgia და საერთაშორისო ურთიერთობები.
ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიულ პროგრამებში. არის 10-მდე კურსის და სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი. განხორციელებული აქვს 100-მდე პროექტი და შექმნილი აქვს 30-მდე ციფრული პროდუქტი.