თეა სხიერელი
თეა სხიერელი არის ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი (PhD).
25 წელია ის კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს კომუნიკაციების საკითხებში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საკომუნიკაციო სტრატეგიების შექმნას, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის პროექტების მართვას, მულტიმედიური კონტენტის შექმნას. თეა სხიერელი არის საკონსულტაციო კომპანია „კონტენტის“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. მას განხორციელებული აქვს არაერთი მულტიმედიური პროექტი: ჟურნალების Voyager by Solo, GA, Gastronome გამოცემა (გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, 2005-2024); თეა სხიერელი იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს წარმომადგენლობის კონსულტანტი კომუნიკაციის საკითხებში (2006-2012), სს „ყაზბეგის“საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2003-2006).
მისი პრაქტიკული ჟურნალისტური საქმიანობა უკავშირდება საქართველოს ტელერადიოკორპორაციის საინფორმაციო პროგრამების მთავარ რედაქციასა და სატელევიზიო-ანალიტიკურ პროგრამა „საღამო მშვიდობისას,“ სადაც მუშაობდა სპეციალურ კორესპონდენტად, პროდიუსერად, მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1989-2000).
კვლევითი ინტერესები: ბრენდმედია, ბრენდჟურნალისტიკა, ბრენდის კონტენტი, მედიასთან კომუნიკაცია.