Tether-მა და BTU-მ გააფორმეს მემორანდუმი ბლოკჩეინის განათლების გასაძლიერებლად
მსოფლიოს უმსხვილესი ბლოკჩეინ პლატფორმა Tether, BTU-ს პარტნიორი გახდა!
Tether – მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა, რომლითაც ტრადიციული ვალუტის ციფრული გამოყენების უზრუნველყოფა ხდება.
მემორანდუმის ფარგლებში, BTU და TETHER სხვადასხვა ინიციატივების და პროექტების ერთობლივად განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის:
ერთობლივი კურსის შექმნა Blockchain, Bitcoin, Stable coins და სხვა ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო წამოწყებები;
ამავე მიმართულებებით სტაჟირების შესაძლებლობებისთვის ხელშეწყობა BTU-ს სტუდენტებისთვის;
საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მიღება BTU-ს სტუდენტებისთვის. და სხვა.
პროგრამა იმუშავებს ციფრული განათლების ადგილობრივ პლატფორმა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან და საქართველოში ყველაზე დიდ თანამშრომლობის სივრცე, ტერმინალთან თანამშრომლობით.
კურსი მოიცავს რვა ლექციას – როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბლოკჩეინის ექსპერტებისგან და მოწვეული ლექტორებისგან. ასევე, პროგრამის დასასრულს – პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სპიკერები შესავალ ლექციებს ინგლისურად შეასრულებენ, კურსების უმეტესობა ქართულ ენაზე ჩატარდება. კურსი გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, Tether-ისა და Lugano-ს Plan B საზაფხულო სკოლის მსგავსად და შექმნილია სტუდენტებისთვის, რათა მათ მისცეს პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა. თანამშრომლობა ასევე მოიცავს სტუდენტებისთვის სტაჟირების შესაძლებლობებს ბლოკჩეინ ეკოსისტემის კომპანიებში.
თანამშრომლობის შესახებ, Tether-ის CTO-მ, პაოლო არდოინომ თქვა: „მოხარულები ვართ ვიმუშაოთ BTU-სთან, რათა დავეხმაროთ ბლოკჩეინის ექსპერტების შემდეგი თაობის განვითარებას. Tether-ს სურს მხარი დაუჭიროს განათლებას და ეს თანამშრომლობა BTU-სთან არის შესანიშნავი შესაძლებლობა ამისათვის. ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი საქართველოში მოღვაწეობის და ჩვენ მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში გამოვაცხადოთ მეტი ინიციატივა.”
BTU-ს რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ განაცხადა: “ჩვენი თანამშრომლობა Tether-თან არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ბლოკჩეინის განათლების ეკოსისტემის განვითარებისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა შეუქმნის შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, რომ ისწავლონ ინდუსტრიის ექსპერტებისგან და მიიღონ პრაქტიკული უნარები, რათა მიეცეთ საშუალება წვლილი შეიტანონ ციფრული ეკონომიკის განვითარებაში“.