![](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/abea0aeae6cb548e35a15d90fb1f2411.jpg)
BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი AI მოდელი, რომელიც, შესაძლოა, Zoom-ში გამოიყენონ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები და SYSTEM CORP.-ის მკვლევართა ჯგუფის წევრები, ლუკა ჩხეტიანი და ლევან ბეჟანიძე, ვიდეოზარისას ხელისშემშლელი ხმაურის დახშობის ფუნქციაზე მუშაობდნენ და რამდენიმე კომპონენტში ერთდროულად გააუმჯობესეს ის შედეგი, რასაც Google-მა Google Meet-ში ჩაშენებული მოდელით მიაღწია. ნაშრომი, რომელიც კორნელის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა მის აკადემიურ წარმატებას მოწმობს. . სტარტაპმა რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია NVIDIA-სგან 150 000$-იანი ინვესტიცია მიიღო და მისი ინკუბატორის წევრი გახდა.
ნაშრომის ფარგლებში შექმნილ მოდელს, სახელად SE-MelGAN აქვს პოტენციალი მალე Messenger Rooms-ში, ან Zoom-ში შეგვხვდეს. მით უფრო, როცა კვლევის თანაავტორი და SYSTEM CORP.-ის დაფუძნებელი – ლუკა ჩხეტიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.