ტექნოლოგიების ტრანსფერი: კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია – ახალი სასწავლო კურსი BTU-ში
აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალ ინიციატივას იწყებს. ტექნოლოგიების ტრანსფერი: კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია – ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო კურსია, რომელიც 2023 წლის გაზაფხულიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
6 კვირიანი პრაქტიკული კურსის მანძილზე მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების გადაცემის პროცესს და შეძლებენ საკუთარი იდეის კომერციალიზაციაზე მუშაობას. კურსი მოიცავს დარგის ძირითადი კონცეფციების შესწავლას, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას და პრაქტიკულ აქტივობებს.
სხვა საკითხებთან ერთად, Tech Transfer-ის პრაქტიკული კურსის მონაწილეები შეისწავლიან:
- როგორ ვაქციოთ იდეა შესაძლებლობად – რა ნაბიჯებს მოიცავს უნივერსიტეტის ფარგლებში შემუშავებული კვლევითი პროექტის გადატანა სამეწარმეო და ბიზნეს სექტორში;
- რას ნიშნავს გამოგონების განდობა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
- როგორ დაგვეგმოთ კვლევითი პროექტის შესახებ სწორი მარკეტინგული კომუნიკაცია და შევძლოთ სავარაუდო მომხმარებლების დაინტერესება;
- პროექტის წარდგენა და პარტნიორობა კერძო სექტორთან.
კურსი შექმნილია აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) მჭიდრო თანამშრომლობით, NCURA-ს გლობალური ინიციატივების ხელმძღვანელის მიერ, ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში.
Tech Transfer-ის კურსს წარუძღვებიან, როგორც NCURA-ს საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ადგილობრივი პრაქტიკოსი სპეციალისტები.
ხანგრძლივობა: 6 კვირა
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: ჰიბრიდული