სოფიო უგრეხელიძე
სოფიო უგრეხელიძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სტუდენტი. მას სამართლის მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვს საქართველოში, ასევე პრაღის უნივერსიტეტში – Charles University in Prague.
სოფიო უგრეხელიძე არის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის უფროსის მოადგილე, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ასევე – სერტიფიცირებული მედიატორი. იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს კვლევას უმაღლესი განათლების ადმინისტრირების პროცესში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხებზე. ამასთან, სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის მის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებია: მომხსენებელი და პანელური დისკუსიის სპიკერი საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმზე, მომხსენებელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი, თანაავტორი კვლევისა „სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიისათვის“.
ამჟამად, USAID-ის საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება“ ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების საფუძველზე, სოფიო უგრეხელიძე არის სამუშაო ჯგუფის ექსპერტი, რომელიც მუშაობს უმაღლესი განათლების მიმართულების საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ სასწავლო კომპონენტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესზე.