სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცის გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში “სილიკონ ველი თბილისის” სამუშაო სივრცე გახსნა.
სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე სტუდენტებისთვის გაიხსნა.
აღჭურვილი უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით, მეგაკორპორაციებთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე,
როგორებიცაა ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, მეგამონაცემთა ანალიტიკა, ვიზუალიზაცია და სხვა.
სივრცეში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ საკუთარ სტარტაპ იდეებზე, მიიღონ მენტორობა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისგან და მოახდინონ იდეის კომერციალიზაცია სტუდენტობის პერიოდშივე.