შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს აკადემიური პერსონალის აფილირების კონკურსს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის აფილირების მიზნით კონკურსი ცხადდება 2019-2020 სასწავლო წლისთვის 2019 წლის 01 ოქტომბრიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა).
საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნობა კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და კონკურსანტის მიერ მითითებულ ინფორმაციას.
კონკურსზე წარსადგენი საბუთებია:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა).
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – არაუგვიანეს 01.10.2019;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 02.10.2019 – 15.10.2019;
- საკონკურსო კომისიის და საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 16.10.2019;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 17.10.2019-21.10.2019;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება: 21.10.2019;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 22.10.2019;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა: 23.10.2019;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 24-25.10.2019;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 25.10.2019;
- კონკურსში გამარჯვებულებთან აფილირების შეთანხმების გაფორმება: არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ( [email protected] ) გაგზავნით.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებად განსაზღვრულია ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებაზე და კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი:
მარინე დგებუაძე, კვლევების, ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი.
საკონტაქტო ტელ. +(995) 558 85 33 88; ელ. ფოსტა: [email protected].