შარქ თენქ საქართველო- პანელური დისკუსია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და პირველი არხის პროექტ “შარქ თენქ საქართველო“-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 15 დეკემბერს 14:30 საათზე, დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პანელური დისკუსია.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი
- თიკო ბერძენიშვილი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი
პირველი არხის პროექტ “შარქ თენქ საქართველო“-ს შარქები:
- მენი ბენიში, გლობალური სტარტაპ ფონდის თანადამფუძნებელი, არქი ჯგუფის თანადამფუძნებელი, Benish Group დამფუძნებელი და დირექტორი;
- ქეთი ქვარცხავა, გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელის წევრი, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი;
- პავლე მგელაძე, re:invent holding-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- სოსო ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი;
- დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, SpinCar-ის ინოვაციების მთავარი ოფიცერი;
- ნუცა აბრამიშვილი, შუხმან ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.
მოდერატორი: დავით ბაღაშვილი, საქართველოს პირველი არხი.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3lUA2yJ
შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 15 დეკემბერს, 14:30 საათზე.