Back

სასერტიფიკატო კურსები

ციფრული პროდუქტების ტესტირება

ლექტორები

ნელი თიბიაშვილი

ნელი თიბიაშვილი — QA სპეციალისტი 5 წლიანი გამოცდილებით ციფრული პროდუქტების ტესტირებაში. ამჟამად მუშაობს კომპანიაში SmartSoft Gaming, სადაც პასუხისმგებელია სხვადასხვა ტიპის ციფრული პროდუქტების ტესტირებაზე და ხარისხის უზრუნველყოფაზე.

პარალელურად არის მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), სადაც ასწავლის პროგრამული ტესტირების საფუძვლებს და სტუდენტებს უზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას რეალური პროექტებიდან.

კურსის აღწერა

კურსი ფარავს QA-ს საფუძვლების სრულ სპექტრს – დაწყებული ტესტირების თეორიული პრინციპებით, დასრულებული პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და პროფესიული პორტფოლიოს შექმნით. ეს არის ძლიერი foundation-to-practice QA პროგრამა, რომელიც იდეალურად მუშაობს როგორც ISTQB Foundation Level pre-course, ასევე როგორც დასაქმების წინასაფეხური კურსი ახალბედა ტესტერებისთვის. გარდა ამისა, პროგრამა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ მონაწილეებისათვისაც, ვისაც მცირე ან შეზღუდული პრაქტიკული გამოცდილება აქვს და სურს უკეთ გააცნობიეროს სამუშაო პროცესის სტრუქტურა, ტესტირების როლი გუნდში და ეფექტურად ააწყოს საკუთარი სამუშაო მიდგომა რეალურ პროექტებზე.

პროგრამის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ, ხარისხის უზრუნველყოფის (QA) პროცესის გაგება როგორც Agile, ისე Waterfall გარემოში; ტესტირების ტიპების, მეთოდოლოგიებისა და დოკუმენტაციის გამოყენება პრაქტიკაში; ISTQB-ის ფუნდამენტური ცოდნის დაუფლება და გამოცდისთვის მომზადება; ტესტირების პროცესის დაგეგმვა, შესრულება და შედეგების შეფასება რეალურ სამუშაო სცენარებზე. ეს არის ძლიერი foundation-to-practice QA პროგრამა, რომელიც იდეალურად მუშაობს როგორც ISTQB Foundation Level pre-course, ასევე როგორც დასაქმების წინასაფეხური კურსი ახალბედა ტესტერებისთვის.

დეტალები:
– პროგრამა მოიცავს 24 ორსაათიან სესიას (სულ 48 საათი).
– სწავლება ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, 20 იანვრიდან, კვირაში ორჯერ — სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს 20:00 საათზე.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან.

sertiphikati

სასწავლო კურსის აღწერა

შეხვედრა 1 (2 საათი)
– ტესტირების საფუძვლები (I): რა არის ტესტირება? რატომ არის ტესტირება მნიშვნელოვანი და საჭირო?

შეხვედრა 2 (2 საათი)
– ტესტირების საფუძვლები (II): ტესტირების 7 პრინციპი, ტესტირების პროცესი, ტესტირების ფსიქოლოგია

შეხვედრა 3 (2 საათი)
– ტესტირება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სასიცოცხლო ციკლში, SDLC მოდელები, ტესტირების დონეები

შეხვედრა 4 (2 საათი)
– ტესტირება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სასიცოცლო ციკლში. ტესტირების ტიპები, Maintenance ტესტირება

შეხვედრა 5 (2 საათი)
– სტატიკური ტესტირება. სტატიკური ტესტირების საფუძვლები, განსხვავება სტატიკურ და დინამიურ ტესტირებებს შორის. Review-ის პროცესი სტატიკურ ტესტირებაში

შეხვედრა 6 (2 საათი)
– ტესტირების ტექნიკები. შავი ყუთის ტესტირება (Equivalence Partitioning, Boundary Value Analysis)

შეხვედრა 7 (2 საათი)
– ტესტირების ტექნიკები. შავი ყუთის ტესტირება (Decision Table Testing), State Transition Testing, Use Case Testing

შეხვედრა 8 (2 საათი)
– ტესტირების ტექნიკები. თეთრი ყუთის ტესტირება, Statement Testing and Coverage, Decision Testing and Coverage, The Value of Statement and Decision Testing

შეხვედრა 9 (2 საათი)
– ტესტირების ტექნიკები. Experience-Based Test Techniques

შეხვედრა 10 (2 საათი)
– ტესტ მენეჯმენტი, ტესტირების დაგეგმვა და შეფასება, ტესტირების მონიტორინგი და კონტროლი, რისკები და ტესტირება, ხარვეზების მენეჯმენტი

შეხვედრა 11 (2 საათი)
– ტესტირების ხელსაწყოები. ტესტირების ხელსაწყოები, ბენეფიტები და რისკები ტესტირების ავტომატიზაციაში

შეხვედრა 12 (2 საათი)
– დეფექტების მართვა და კომუნიკაცია დეველოპერებთან

შეხვედრა 13 (2 საათი)
– ტესტირების ორგანიზაცია Agile გარემოში. QA როლი Sprint-ში, Scrum როლები, Retrospective პრაქტიკა

შეხვედრა 14 (2 საათი)
– QA Metrics და Continuous Improvement. KPI, defect density, coverage metrics. პრაქტიკული დავალება: ხარისხის მეტრიკების შექმნა

შეხვედრა 15 (2 საათი)
– ტესტირების დაგეგმვა, რესურსების მართვა, რისკები, პრიორიტეტები. მინი ტესტირების გეგმის შედგენა

შეხვედრა 16 (2 საათი)
– პოსტმენის გაცნობა და პირველი ნაბიჯები პოსტმენში

შეხვედრა 17 (2 საათი)
– Rest API request-ების შექმნა პოსტმენით

შეხვედრა 18 (2 საათი)
– მარტივი API ტესტების დაწერა

შეხვედრა 19 (2 საათი)
– SQL-ის საფუძვლები და ქვერების გაშვება. მონაცემთა ბაზის ტესტირების როლი QA-ში. SELECT, WHERE, ORDER BY, JOIN მაგალითებით. პრაქტიკული დავალება: მარტივი ქვერების გაშვება და შედეგების დადასტურება

შეხვედრა 20 (2 საათი)
– ვებ ტესტირება. ვებ ტესტირების სპეციფიკა: Layout, Responsiveness, Functionality. Cross-browser testing (Chrome, Safari). Inspect tools, responsive view, network monitoring. პრაქტიკული დავალება: ვებ გვერდის ტესტირება სხვადასხვა ბრაუზერში და ბრაუზერის developer tools-ის გამოყენება

შეხვედრა 21 (2 საათი)
– მობილური ტესტირება. მობილური ტესტირების საფუძვლები (Android / iOS). მოწყობილობის ტიპები და ეკრანის ზომების ტესტირება. Usability. რეალურ მოწყობილობებზე software-ის ტესტირება. პრაქტიკული დავალება: აპის ტესტირება რეალურ დივაისზე ან browserstack/simulator-ში

შეხვედრა 22 (2 საათი)
– Portfolio Building და Professional Branding. როგორ შევქმნათ QA Portfolio (GitHub, Google Sheets ან Notion ფორმატში). როგორ გამოვავლინოთ საკუთარი ძლიერი მხარეები QA სფეროში. პრაქტიკული დავალება: სტუდენტები ქმნიან თავიანთ პირველი QA პორტფოლიოს სტრუქტურას

შეხვედრა 23 (2 საათი)
– ტერმინოლოგია და სავარჯიშო ტესტები. ტერმინოლოგიის განმტკიცება, სინთეზური ტესტი (ISTQB სტილი)

შეხვედრა 24 (2 საათი)
– პრაქტიკული ქეისი. ტესტირება (mini project). ტესტირების დიზაინი + bug reporting. ინდივიდუალური უკუკავშირი (Feedback session). კარიერული რეკომენდაციები

კურსზე რეგისტრაცია

კურსზე რეგისტრაციამდე შეგიძლიათ გაეცნოთ მონაწილის ხელშეკრულების პროექტს. 

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა.

ინტერესის ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ ტრენინგ ცენტრის წარმომადგენელი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კურსისა და რეგისტრაციის შემდგომი ეტაპების შესახებ. 

ინტერესის ფორმა

1500 ₾

კურსის დეტალები

  • ballot

    ლექციები

    24
  • clock-three

    ხანგრძლივობა

    12 კვირა
  • language-exchange

    ენა

    ქართული
  • user-graduate

    სტუდენტი

    20
  • arrows-from-line

    ფორმატი

    ფიზიკური
  • people-poll (2)

    ასაკობრივი ჯგუფი

    18+
  • calendar-lines

    დაწყება

    2026-01-20