![“საქართველოს ქალი” 100 წლის შემდეგ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ჟურნალის განახლებული, საიუბილეო ნომერი გამოსცა 1 KaW2OhKVwIoFSIjE6q40gDU4Rms6ekWbjPpOWQ5v](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2023/10/KaW2OhKVwIoFSIjE6q40gDU4Rms6ekWbjPpOWQ5v.jpg)
“საქართველოს ქალი” 100 წლის შემდეგ – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ჟურნალის განახლებული, საიუბილეო ნომერი გამოსცა
“Საქართველოს ქალი” – ასე ეწოდებოდა ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და მხატვრულ-ლიტერატურულ გამოცემას, რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი აუდიტორიის მქონე ბეჭდურ გამოცემას სექტემბერში 100 წელი შეუსრულდა, ამიტომ ამ თარიღის აღსანიშნავად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა – BTU-მ – ჟურნალის განახლებული, საიუბილეო ნომერი გამოსცა.