საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმზე BTU-ს კვლევების ცენტრი მოხსენებებით წარსდგა
- Categories ახალი ამბები
- Date დეკემბერი 2, 2021
საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი – GeoIGF 2021 ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებითა და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით გაიმართა.
ფორუმი 10 თემატურ სესიას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს. მოცემული თემატიკებიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ორ პანელზე იყო წარმოდგენილი:
პანელი: „ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში“
30 ნოემბერს BTU-ს კვლევების ცენტრის დირექტორი, ზვიად გაბისონია, ფორუმზე შემდეგი მოხსენებით წარსდგა: „ციფრული წიგნიერება, დისტანციური სწავლება და ონლაინ სწავლების გამოწვევები უსდ-სა და მეცნიერებაში“.
პანელი: „ხელოვნური ინტელექტი: შესაძლებლობები და გამოწვევები“.
ინტერნეტმმართველობის ფორუმის მეორე სესიაზე, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართა, BTU-ს სახელით გაკეთდა ინიცირება საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნის საჭიროებასა და სტრატეგიის შემუშავებაში აკადემიური სექტორის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ. BTU-ს კვლევების ცენტრის დირექტორის მიერ წარდგენილი მოხსენება ეხებოდა – „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო სტრატეგიასა და აკადემიური სექტორისა და მკვლევარების პრიორიტებების განსაზღვრისას ჩართულობის საჭიროებას“.
საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შუწყოს ინტერნეტმმართვლეობასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებას და განხილვაში, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის უშუალო ან დისტანციური ჩართულობა ფორუმის ან სხვა მსგავსი ღონისძიების მიმდინარეობისას და უზრუნველყოს სახელმწიფო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების ჩართულობა.