საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს – GITA • Tech Park ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ბაკურიანში 11-17 დეკემბერს მე-10-მე-12 კლასის სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკს სრული დაფინანსებით ჩაატარებს
ბანაკის 50 მონაწილეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო ტენდენციებს, ჩაერთოს ტრენინგებსა და ვორკშოფებში პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ ეთიკისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებით და პროფესიის არჩევისას მიიღოს ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
- რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/15kafHbfNe557p3S8
- ლოკაცია: სასტუმრო Rooms Hotel Kokhta, დაბა ბაკურიანი;
- სამუშაო ენა: ქართული;
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 დეკემბერი, 18:00 საათი
- კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]