
საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიების შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის
შეხვედრა გაიმართება DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან – ბატონ გებჰარდ როილთან ა/წ 17 ოქტომბერს 16:00 საათზე სილოკონ ველი სივრცეში.
შეხვედრის სამუშაო ენა: ინგლისური.
DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური უკვე 30 წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს და ყოველწლიურად 100-ზე მეტ ინდივიდუალურ სტიპენდიას გასცემს სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისთვის, რომელთაც ამ სახით გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობა ეძლევათ.