საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები უნიკალური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც BTU-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა.
- პროგრამის მოცულობა:120 კრედიტი (ECTS)
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი (Master of Security Studies)
- პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სილაბუსი იხილეთ ბმულზე.
დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
- თავდაცვის, უშიშროების, დაზვერვის, სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში
- საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში
- აკადემიურ სფეროში
- კერძო სექტორში.
სტუდენტებისთვის შეთავაზებული იქნება
- ტექნოლოგიური ლაბები
- Co-working სივრცეები
- სტაჟირების და დასაქმების პროგრამები
- გაცვლითი პროგრამები და მათ შორის ერთდროულად ორი BTU-სა და უცხოური უნივერსიტეტის დიპლომის აღების შესაძლებლობა
- მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
- მჭიდრო კავშირი ინდუსტრიასთან, networking ღონისძიებები, კონკურსები და სხვ.
- საერთაშორისო პროექტები და ექსტრაკურიკულური აქტივობები.
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- გაიაროს გამოცდა სპეციალობაში. ( წერითი კომპონენტი და გასაუბრება)
იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის ნიმუში: